როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი თუ თქვენი დიაგნოზი  დერმატიტია?

როგორი უნდა იყოს ცხოვრების წესი თუ თქვენი დიაგნოზი დერმატიტია?

დერმატიტი კანის ანთება, გაღიზიანებაა.

იგი ძალიან გავრცელებული მდგომარეობაა, არაერთი ფორმა აქვს და შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზის ფონზე ყალიბდება.

ძირითადი სიმპტომი შეწითლებული და გამომშრალი, შეშუპებული, გაღიზიანებული კანია. დერმატიტის დროს ჩნდება გამონაყარი, რომელიც ხშირად იწვევს ქავილს.

გარკვეული მეთოდებით დერმატიტის სიმპტომების მართვა და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

გირჩევთ:

  •  დაიტენიანეთ კანი;
  •  ისარგებლეთ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალებებით;
  •  კანის დასამშვიდებლად დაიფინეთ გრილი ქსოვილი;
  •  დაუშვებელია ხახუნი და დაკაწვრა. ძლიერი ქავილის დროს ღამით ხელთათმანით დაიძინეთ და ფრჩხილები მოიჭერით;
  •  რეცხვის დროს უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქ სარეცხ საშუალებებს;
  •  უნდა მოერიდოთ გამღიზიანებლებს, ალერგენებს;
  •  მოერიდეთ უხეშ სამოსს, ისეთ ტანსაცმელს, რომელიც გააღიზიანებს კანს;
  •  მართეთ სტრესი, რადგან ზოგიერთი ტიპის დერმატიტის დროს სიმპტომების გამწვავების მიზეზი სწორედ ემოციური სტრეს-ფაქტორებია.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dermatitis-eczema/diagnosis-
treatment/drc-20352386