დეპრესია ფსიქოლოგიური აშლილობაა.
დეპრესიის გამო ყალიბდება ემოციური და ფიზიკური პრობლემები, დარღვევა გავლენას ახდენს პაციენტის ფიქრზე, გრძნობაზე, ქცევაზე. დეპრესიული ადამიანი კარგავს ინტერესს ყოველდღიური საქმიანობის მიმართ, აწუხებს სევდა, უსიამოვნო განწყობა.
აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს, სპეციალისტის რეკომენდაციით მართოთ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური სიმპტომები. გახსოვდეთ, დეპრესია საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას - კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება მედიკამენტური თერაპიის, ფსიქოთერაპიის თუ მკურნალობის სხვა მეთოდების დახმარებით.
გამომწვევი მიზეზი
დეპრესიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სხვა მენტალური დარღვევის მსგავსად პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაში ჩართულია არაერთი ფაქტორი.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- თავის ტვინის ქიმიური აქტივობა;
- ტვინში მიმდინარე გარკვეული ფიზიკური ცვლილებები;
- ჰორმონები;
- გენეტიკური ფაქტორი.
ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:
- პიროვნების ხასიათი (დაბალი თვითშეფასება, ზედმეტი დამოუკიდებლობა, პესიმიზმი, თვითკრიტიკისკენ მიდრეკილება);
- ცხოვრებაში გადატანილი ტრავმა, სტრესი;
- დეპრესიით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
- ანამნეზში სხვა ფსიქიკური დაავადებით ავადობა;
- ალკოჰოლზე დამოკიდებულება;
- ანამნეზში სერიოზული ან ქრონიკული პათოლოგიით ავადობა;
- ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი ეფექტი.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/depression/symptoms-
causes/syc-20356007