ამ დიაგნოზის დროს პაციენტის სისხლში ჯანმრთელი ერითროციტების ნაკლებობაა.
ვიტამინდეფიციტურ ანემიასთან დაკავშირებული ვიტამინებია ფოლიუმის მჟავა, B-12 და C ვიტამინი.
დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია სისხლის ანალიზი.
სისხლის ლაბორატორიული ანალიზით უნდა შემოწმდეს შემდეგი:
- ერითროციტების რაოდენობა;
- სისხლში B-12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავის მაჩვენებელი;
- ანტისხეულების არსებობა.
მკურნალობის კურსი
ამ ტიპის ანემიის მკურნალობისთვის აუცილებელია პაციენტის ორგანიზმი შეივსოს იმ ვიტამინებით, რომლის დეფიციტიც ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე დასტურდება. შესაძლოა პაციენტმა ვიტამინი მიიღოს ინექციის ან ტაბლეტის სახით.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/vitamin-deficiency-anemia/diagnosis-
treatment/drc-20355031