ჩუტყვავილა - რა სიმპტომებით ვლინდება ინფექცია?

ჩუტყვავილა - რა სიმპტომებით ვლინდება ინფექცია?

რა არის ჩუტყვავილა?

ჩუტყვავილა არის ინფექცია, რომელსაც იწვევს ვარიცელა ვირუსი.

ინფექციის დროს ჩნდება პაწაწინა, სითხით სავსე გამონაყარი, რომელიც ქავილს იწვევს.

ჩუტყვავილა ძალიან გადამდები მდგომარეობაა - რისკ-ჯგუფში არიან პირები, რომელთაც ჯერ არ ჰქონიათ ეს დაავადება ან არ არიან ვაქცინირებულნი.

სიმპტომები:

  •  გამონაყარი;
  •  სიცხე;
  •  მადის დაქვეითება;
  •  თავის ტკივილი;
  •  დაღლილობა და საერთო სისუსტე.

როგორც წესი, დაავადება მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვების ორგანიზმში. მწვავე კლინიკურ შემთხვევაში გამონაყარმა შესაძლოა მოიცვას მთლიანი სხეული.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ინფექციას იწვევს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი. იგი შესაძლოა გავრცელდეს გამონაყართან პირდაპირი კონტაქტით ან მაშინ, როდესაც ინფიცირებული დაახველებს, ან დააცემინებს და მასთან მყოფი პირი ჩაისუნთქავს.

ადამიანი გამოიმუშავებს იმუნიტეტს ჩუტყვავილას მიმართ თუ უკვე გადაიტანს ინფექციას ან ჩაუტარდება ვაქცინაცია. ძალიან იშვიათ კლინიკურ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება ორჯერ დაინფიცირდეს ჩუტყვავილათი, თუმცა ამ ტიპის
ავადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

გართულებული კლინიკური შემთხვევები
როგორც წესი, დაავადება ხასიათდება მსუბუქი მიმდინარეობით, თუმცა ზოგჯერ ძალიან მწვავე ფორმით ჩნდება და სერიოზულ გართულებებს იწვევს.

გართულებებია:

  •  კანის, რბილი ქსოვილების, ძვლის, სახსრების ან სისხლის მიმოქცევის სისტემის ბაქტერიული ინფექციები;
  •  დეჰიდრატაცია;
  •  პნევმონია;
  •  ტვინის ანთება;
  •  ტოქსიკური შოკის სინდრომი და სხვა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/chickenpox/symptoms-
causes/syc-20351282