ენდოკარდიტი - გულის შიდა გარსის ანთების სიმპტომები

ენდოკარდიტი - გულის შიდა გარსის ანთების სიმპტომები

რა არის ენდოკარდიტი?

ენდოკარდიტი არის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა. იგი გულის შიდა ამომფენი გარსის (ენდოკარდიუმი) ანთებაა.

როგორც წესი, ენდოკარდიტი ყალიბდება ინფექციის გამო - ბაქტერია, სოკო ან სხვა მიკრობი სხეულის ნებისმიერი არედან გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ხვდება გულის დაზიანებულ უბანში.

თუ პაციენტს დროულად არ ჩაუტარდა მკურნალობა, ენდოკარდიტს გულის სარქველების დაზიანება შეუძლია. მკურნალობისთვის მოწოდებულია როგორც მედიკამენტური თერაპია, ისე ქირურგიული ოპერაცია.

ენდოკარდიტის განვითარების რისკის წინაშე არიან ის ადამიანები, რომელთაც უკვე აქვთ შემდეგი დიაგნოზი: გულის სარქველის დაზიანება, გულის ხელოვნური სარქველი ან გულის სხვა ნებისმიერი დეფექტი.

ენდოკარდიტი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ნელა ან უეცრად, დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი მიკრობი იწვევს ინფექციას და რამდენადაა დაზიანებული პაციენტის გული.

გავრცელებული სიმპტომებია:

  •  სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
  •  გულმკერდის ტკივილი სუნთქვის დროს;
  •  დაღლილობა;
  •  გრიპის მსგავსი სიმპტომები;
  •  ღამის ოფლიანობა;
  •  სუნთქვის უკმარისობა;
  •  შეშუპება ფეხების ან მუცლის არეში;
  •  გულის შუილი.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

  •  უმიზეზო წონის კლება;
  •  სისხლი შარდში;
  •  ელენთის ტკივილი;
  •  ოსლერის კვანძები.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ შენიშნეთ ენდოკარდიტის ნიშნები და სიმპტომები სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და განსაკუთრებით მაშინ თუ ამ სერიოზული ინფექციის რისკ-ჯგუფს განეკუთვნებით (გაქვთ ენდოკარდიტის ანამნეზი, უჩივით გულის პრობლემებს).

თუ უკვე დაგისვეს ენდოკარდიტის დიაგნოზი აუცილებლად აცნობეთ ექიმს მდგომარეობის გამწვავების შესახებ!

ინფექცია მწვავდება თუ შენიშნეთ შემდეგი ნიშნები:

  •  სიცხე;
  •  კანკალი;
  •  თავის ტკივილი;
  •  სახსრების ტკივილი;
  •  სუნთქვის უკმარისობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endocarditis/symptoms-causes/syc-
20352576