სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი გაიხადეთ!

სახლში შესვლამდე ფეხსაცმელი გაიხადეთ!

მეცნიერები გვირჩევენ, რომ სახლში შესვლისთანავე გავიხადოთ ფეხსაცმელი და ოჯახის წევრები მავნე ბაქტერიებისგან დავიცვათ.

ჰიუსტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ფეხსაცმლის ძირის 40% კომფორტულ ადგილს წარმოადგენდა ისეთი სახიფათო ბაქტერიისთვის როგორიცაა კლოსტრიდიუმ დიფიცილე.

ეს ბაქტერია ნაწლავებს აინფიცირებს და ინფექციის მძიმე ფორმის შემთხვევაში ჰოსპიტალიზირებაც ხდება საჭირო.

წარმოიდგინეთ კლოსტრიდიუმ დიფიცილეს გარდა რამდენი მავნე ბაქტერია შეიძლება აღმოჩნდეს ფეხსაცმელზე, რომლითაც ნახევარი ქალაქი შემოიარეთ?

არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ საკითხზე დამატებითი ექსპერიმენტი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ ფეხსაცმლის ძირზე ბუდობს 400 000-ზე მეტი ბაქტერია და მათ შორის ბევრი ისეთი, რომელიც თვალების, ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის ინფექციებს იწვევს.

რეკომენდებულია, სახლში შესვლისთანავე გაიხადოთ ფეხსაცმელი და ხელები საპნით დაიბანოთ.

 

წყარო:

https://www.lifehack.org/317735/scientists-discover-why-you-should-take-off-your-shoes-before-entering-your-home