სასარგებლო რჩევა.
თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული ისეთი უსიამოვნო სიმპტომები როგორიცაა: ჭარბი აირები, გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, დიარეა თუ შეკრულობა.
საბედნიეროდ, სათანადო კვების რაციონითა და ცხოვრების წესის ცვლილებით მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.
რეკომენდებულია:
- მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტები, რაციონში მაქსიმალურად შეზღუდოთ ნახშირწყლები, ცხიმი, შაქარი, მარილი;
- ხშირად მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
- რაციონი გაამდიდრეთ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის შემცველი პროდუქტებით;
- დღის განმავლობაში ხშირად დალიეთ წყალი;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სტრესს;
- კარგად დაღეჭეთ საკვები, ნელა მიირთვით;
- საკვებს ნუ მიირთმევთ ტელევიზორის წინ და ნურც მაშინ, როდესაც მობილურში ერთობით - ჭამისას პროდუქტზე უნდა იყოთ
- კონცენტრირებული;
- ივარჯიშეთ, იმოძრავეთ, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია;
- არ ჭამოთ ღამე;
- მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს.
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/ways-to-improve-
digestion#TOC_TITLE_HDR_3