რა საფრთხეს უქმნის ასპირაციული პნევმონია ორგანიზმს?
ფილტვების ანთების ეს ფორმა ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი რომელიმე ნივთიერებას (საკვების მიკრობი, ბაქტერიებით დაბინძურებული ნივთი,ნერწყვი, ნარწყევი და სხვა) გადაყლაპავს ან ჩაისუნთქავს.
ინფექციის გამო ორგანიზმში სავსებით მოსალოდნელია განვითარდეს მწვავე გართულებები და განსაკუთრებით მაშინ თუ პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში არ მიმართავს ექიმს, ანუ არ ხდება დროული მკურნალობა.
ასპირაციული პნევმონია სწრაფად პროგრესირებს და ვრცელდება სხეულის სხვა არეში; დაავადებამ შესაძლოა მოიცვას სისხლის მიმოქცევის სისტემაც კი, რაც განსაკუთრებით სახიფათოა.
პათოლოგიური პროცესის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს ჯიბე ან აბსცესი ფილტვში.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პნევმონიამ შესაძლოა გამოიწვიოს შოკი ან რესპირატორული უკმარისობა.
გაითვალისწინეთ, თუ პაციენტს უკვე აქვს რომელიმე ისეთი დაავადება,რომელიც უარყოფითად აისახება ყლაპვის ნორმალურ პროცესზე ან ხელს უწყობს ანთების ჩამოყალიბებას, მოსალოდნელია ასპირაციული პნევმონიის მიმდინარეობის გამწვავება; მსგავს კლინიკურ შემთხვევებში გაცილებით ხანგრძლივი დრო სჭირდება გამოჯანმრთელების პროცესს, სიმპტომების მართვას.
ზოგიერთი მწვავე ინფექცია ხანგრძლივად აზიანებს, ნაწიბურების განვითარებას უწყობს ხელს ფილტვებსა და სასუნთქ გზებში.
ასპირაციული პნევმონია საყურადღებო მდგომარეობაა და დროულ მკურნალობას საჭიროებს!
გაითვალისწინეთ, აუცილებელია სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს - ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ რისკ- ჯგუფში მყოფმა პირებმა.