კომბინირებული ვარჯიშის ეფექტური მეთოდი ლახტით ხტუნვაა.
პრესი, მკვრივდება მკლავები და კუნთები, ძვალი გაცილებით მტკიცე ხდება, უმჯობესდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება, კაჟდება ორგანიზმი.
ლახტით ხტუნვისას ადამიანი გაცილებით მეტ კალორიას წვავს, შესაბამისად, ჭარბი წონის შემთხვევაში ემშვიდობება ზედმეტ კილოგრამებს. რასაკვირველია, წონის კლებისთვის აუცილებელია ჯანსაღი კვების რაციონი - კალორიული დეფიციტითა და ვარჯიშით სასურველი წონის ფორმირება ნამდვილად შესაძლებელია.
ლახტით ხტუნვის ერთ-ერთი დადებითი მხარეა ის, რომ ამ ტიპის ფიზიკური აქტივობა ნამდვილად სასიამოვნოა - დაგვეთანხმებით, მხიარული განწყობის ფონზე ვარჯიში გაცილებით მარტივია.
წყარო:
https://www.healthline.com/health/jumping-rope-to-lose-weight#calories-burned