ყლაპვის გაძნელება - რატომ ჩნდება დისფაგია?

ყლაპვის გაძნელება - რატომ ჩნდება დისფაგია?

რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?

ყლაპვა კომპლექსური პროცესია და ჩართულია არაერთი კუნთი, ნერვი.

დისფაგიის მიზეზი შესაძლოა გახდეს ის ნებისმიერი რისკ-ფაქტორი, რომლის გამოც ზიანდება ყლაპვის პროცესში ჩართული კუნთები და ნერვები ან ვიწროვდება საყლაპავი მილი, განვიხილოთ უფრო დეტალურად.

საყლაპავისმიერი (ეზოფაგური) დისფაგია

ამ ტიპის დისფაგიის დროს ყლაპვის პროცესში ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს ყელში ან გულმკერდის არეში საკვები გაეჩხირა.

საყლაპავისმიერი დისფაგიის გამომწვევი მიზეზებია:

  •  აქალაზია;
  •  დიფუზიური სპაზმი;
  •  საყლაპავის შევიწროება;
  •  საყლაპავის სიმსივნე;
  •  უცხო სხეული ყელში ან საყლაპავში;
  •  საყლაპავის რგოლი;
  •  გასტროეზოფაგური რეფლუქსი;
  •  ეოზინოფილური ეზოფაგიტი;
  •  სკლეროდერმა, ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბება;
  •  სხივური თერაპია.

ოროფარინგეალური (პირ-ხახის საჰაერო მილი) დისფაგია

ზოგიერთმა დაავადებამ/მდგომარეობამ შესაძლოა დაასუსტოს ყელის კუნთები და შედეგად ადამიანს გაუჭირდეს საკვების პირის ღრუდან ყელსა თუ საყლაპავში გადაყლაპვა. ამ დროს ადამიანს აქვს შეგრძნება რომ იხრჩობა, ახველებს, უჩნდება განცდა თითქოს საკვები ან სასმელი ტრაქეაში, ან ცხვირში გადადის. ამ პროცესის ფონზე შესაძლებელია ფილტვების ანთება განვითარდეს.

ოროფარინგეალური დისფაგიის გამომწვევი მიზეზებია:

  •  ნევროლოგიური დაავადებები;
  •  ყლაპვის უნარის დარღვევა შესაძლოა ინსულტის ან ტვინისა თუ ზურგის ტვინის დაზიანების გვერდითი ეფექტი იყოს:
  •  ფარინგიალური დივერტიკულა;
  •  კიბო.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dysphagia/symptoms-
causes/syc-20372028