თუ ეს სიმპტომები გეცნობათ დროა მიმართოთ ნევროლოგს

თუ ეს სიმპტომები გეცნობათ დროა მიმართოთ ნევროლოგს

რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა გაიაროთ ნევროლოგის კონსულტაცია?

თუ შენიშნეთ აუხსნელი სიმპტომები, რომელიც ტვინთან ან ნერვულ სისტემასთანაა დაკავშირებული, რეკომენდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასებინოთ ნევროლოგს.

ნევროლოგი მკურნალობს ტვინის, ზურგის ტვინის, პერიფერიული ნერვებისა და კუნთების დაავადებებს.

ნევროლოგიური დაავადებები შეიძლება მოიცავდეს ეპილეფსიას, ინსულტს, გაფანტულ სკლეროზს, პარკინსონის დაავადებას და სხვა პათოლოგიებს.

მიმართეთ ნევროლოგს თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:

  •  ქრონიკული ან მწვავე, ძლიერი თავის ტკივილი;
  •  ქრონიკული ტკივილი;
  •  თავბრუსხვევა, შეგრძნება თითქოს ტრიალებთ ან გიჭირთ წონასწორობის შენარჩუნება;
  •  დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  •  გიჭირთ მოძრაობა, ვერ ადგამთ სწორად ნაბიჯებს, გაქვთ კანკალი;
  •  მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ან დაბნეულობა.

წყარო:
https://www.houstonmethodist.org/blog/articles/2020/jan/6-signs-its-time-to-see-
a-neurologist/