ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს.
გყავთ ნაცნობი, რომელსაც სახსრები აწუხებს და ამინდის ცვლილების დროს, განსაკუთრებით სიცივეში, გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს? ტკივილზე ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ის ადამიანებიც, რომლებმაც წარსულში კიდურზე გარკვეული ტიპის ტრავმა მიიღეს.
მედიკოსები ამ საკითხზე დღემდე მსჯელობენ, შესაბამისად, ერთი კონკრეტული პასუხი, თუ რატომ სტკივა ზოგიერთ ადამიანს ძვალი სიცივეში ან წვიმაში თავს რატომ ახსენებს ძველი ტრავმა არ არსებობს! ექიმების დიდი ნაწილი ადასტურებს, რომ ბევრ პაციენტს ნამდვილად სტკივა სახსრები წვიმიან ამინდში.
მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მიზეზს განიხილავენ.
ატმოსფერული წნევა, ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა შესაძლოა გარკვეულ გავლენას ახდენდეს სახსრებზე.
ერთ-ერთი ვერსიით, ძლიერი წვიმის დროს, როცა ატმოსფერული წნევაც იცვლება, რბილი ქსოვილები შუპდება და სახსარში არსებული სითხის მოცულობა იზრდება. სამწუხაროდ, ამის ფონზე ღიზიანდება ნერვული სისტემა და ტკივილის შეგრძნებაც არ აყოვნებს.
მეორე ვერსიით დისკომფორტის მიზეზი შეიძლება იყოს სახსრის დაზიანებული ხრტილი.
ართრიტული ტკივილის გამწვავებას შესაძლოა ხელს უწყობდეს ატმოსფერული წნევის ცვლილება, რომლის ფონზეც მყესი, კუნთი და ტრავმირებული ქსოვილი იკუმშება და ფართოვდება.
ტკივილის მიზეზი შეიძლება უმოძრაობაც იყოს. როგორც წესი, წვიმიან, ცივ ამინდში ფიზიკური აქტივობის დონე მკვეთრად მცირდება და მეტ დროს სახლში ატარებთ - ამის გამო უმოქმედო, მოდუნებული სახსარი ტკივილის მიზეზი ხდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ამინდის ცვლილების გამო (ცივი ამინდი) ტკივილი შეგაწუხებთ, რეკომენდებულია:
- მიიღეთ თბილი შხაპი, ჩაიცვით წინდა;
- ფიზიკური აქტივობით შეგიძლიათ სახლშიც დაკავდეთ. თუმცა გახსოვდეთ, რომ უნდა შეარჩიოთ ისეთი ვარჯიში, რომელიც კუნთის გაძლიერებაზე იზრუნებს და ნაკლები დატვირთვა ექნება სახსარს;
- ხშირად დალიეთ წყალი.
წყარო: