თუ დღის განმავლობაში გეძინებათ - როგორ მკურნალობენ  ძილის ქრონიკულ დაავადებას?

თუ დღის განმავლობაში გეძინებათ - როგორ მკურნალობენ ძილის ქრონიკულ დაავადებას?

ნარკოლეფსიის მკურნალობის მეთოდები.

ნარკოლეფსია ძილის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამოც ადამიანს დღის განმავლობაში ძილის სურვილი უჩნდება, აქვს ძილის უეცარი შეტევა.

დიაგნოსტირება

ექიმმა შესაძლოა პირველადი დიაგნოზი დასვას ჩივილებიდან გამომდინარე (მაგალითად, დღის განმავლობაში ძილის ძლიერი სურვილი, კუნთის ტონუსის უეცარი დაკარგვა და სხვა).

ექიმი დაინტერესდება თუ როგორია ძილის ხარისხი, რა დროის განმავლობაში ახერხებთ გამოძინებას, როდის ჩნდება ნარკოლეფსიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და სხვა.

შესაძლოა დღიურის წარმოება დაგჭირდეთ - მონაცემზე დაყრდნობით ექიმი გამოიკვლევს როგორ შეიცვალა ძილის რეჟიმი და სხვა.

ძილის გამოკვლევის მიზნით, შესაძლოა დაინიშნოს პოლისომნოგრაფია. კვლევის რეჟიმში იწერება პაციენტის სუნთქვა, კარდიოგრამა და სხვა საჭირო მონაცემები. კვლევის მთავარი მიზანი ტვინის ელექტრული აქტივობის, გულის, კუნთებისა და თვალების შემოწმებაა.

მკურნალობა

ნარკოლეფსიის მკურნალობის მეთოდი უცნობია, თუმცა მედიკამენტებითა და ცხოვრების წესის ცვლილებით სიმპტომების მართვა, პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შესაძლებელია.

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია - პირადმა ექიმმა უნდა დააზუსტოს ახალი წამლები ხომ არ შევა რეაქციაში უკვე დიაგნოსტირებული პათოლოგიებისთვის გამოწერილ მედიკამენტებთან. ნარკოლეფსიის დროს დაუშვებელია თვითნებურად მიიღოთ ისეთი წამალიც კი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, რადგან ამ მედიკამენტებმა შესაძლოა ორგანიზმში ძილიანობა გამოიწვიოს.

რაც შეეხება ცხოვრების წესის ცვლილებას, რეკომენდებულია:

  •  შეძლებისდაგვარად დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს, ეს ეხება არასამუშაო დღეებსაც. უნდა დაიცვათ ძილის განსაზღვრული რეჟიმი;
  •  დღის განმავლობაში თუნდაც 20 წუთით დაიძინეთ. ეფექტურია რეგულარული ინტერვალით ხანმოკლე ძილი დღის განმავლობაში;
  •  მოერიდეთ თამბაქოსა და ალკოჰოლს;
  •  რეგულარულად ივარჯიშეთ.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/narcolepsy/diagnosis-treatment/drc-
20375503