რა უნდა იცოდეთ ეზოფაგიტის (საყლაპავის ანთება) გამომწვევი მიზეზების შესახებ?
ეზოფაგიტი არის ანთება, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს საყლაპავი მილის ქსოვილები.
გამომწვევი მიზეზი
ეზოფაგიტი კლასიფიცირდება გამომწვევი მიზეზის მიხედვით. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყალიბდება რამდენიმე ფაქტორის ფონზე.
რეფლუქს ეზოფაგიტი
გასტროეზოფაგეალური რეფლუქს დაავადების დროს კუჭის მჟავა ხშირად და მუდმივად ამოდის საყლაპავში. პათოლოგიის გართულებაა ქრონიკული ანთება და საყლაპავი მილის ქსოვილის დაზიანება.
ეოზინოფილური ეზოფაგიტი
ეოზინოფილი წარმოადგენს სისხლის თეთრ უჯრედებს, რომელიც ალერგიულ რეაქციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ეოზინოფილური ეზოფაგიტი ყალიბდება მაშინ, როდესაც საყლაპავ მილში სისხლის თეთრი უჯრედების ჭარბი რაოდენობაა. როგორც წესი, რაოდენობა გაზრდილია ალერგენის ან მჟავა რეფლუქსის საპასუხოდ.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ამ ტიპის ეზოფაგიტი ყალიბდება საკვების თუ სასმელის (რძე, კვერცხი, ხორბალი, სოიო, მიწის თხილი, ჭარხალი, ჭვავი, ლობიო) გამო.
ლიმფოციტური ეზოფაგიტი
ეზოფაგიტის ეს ფორმა ჩნდება მაშინ, როდესაც საყლაპავი მილის ამომფენში ლიმფოციტების რაოდენობა მაღალია.
წამლისმიერი ეზოფაგიტი
ზოგიერთმა ორალურმა მედიკამენტმა შესაძლოა ქსოვილი დააზიანოს თუ დიდხანს დარჩება საყლაპავის ამომფენ გარსში. მაგალითად, თუ მიიღებთ წამალს და არ მიაყოლებთ წყალს ან წყალი იქნება მცირე რაოდენობის, მედიკამენტი, ან მისი ნარჩენი შესაძლოა დარჩეს საყლაპავში.
ინფექციური ეზოფაგიტი
ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექცია საყლაპავის ქსოვილებში ეზოფაგიტს იწვევს.
ინფექციური ეზოფაგიტი იშვიათად ვლინდება და როგორც წესი, ამ ფორმით ავადობენ სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.
წყარო
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/esophagitis/symptoms-
causes/syc-20361224