როგორ უნდა მიხვდეთ გშიათ თუ გწყურიათ?
შიმშილის შეგრძნების დროს, სავარაუდოდ, თქვენი პირველი იმპულსი სამზარეულოში გემრიელი პროდუქტის მოძებნაა. თუმცა საყვარელი კერძიც კი ვერ დაგანაყრებთ მაშინ, როდესაც ორგანიზმი ზუსტად ვერ გარკვეულა რომელი შეგრძნების გამო გაუჩნდა დისკომფორტი - დიახ, სავსებით შესაძლებელია სულაც არ გშიოდეთ და მხოლოდ წყალი გინდოდეთ.
მსუბუქი გაუწყლოების დროს ზოგჯერ ტვინი არასწორ სიგნალებს აგზავნის და ჯაჭვური რეაქციის ფონზე წყურვილი შიმშილში გვერევა.
ტელევიზორის წინ კომფორტულად მოკალათებულს თუ სრულიად მოულოდნელად ხემსი მოგინდებათ მაშინვე საკვებს ნუ შეარჩევთ, რადგან ტვინი შეიძლება მოგიწოდებდეთ წყალი დალიოთ და სიგნალს არასწორად
აღიქვამდეთ. დიახ, დეჰიდრატაციის დროს ბევრ ადამიანს წყალი უნდა, თუმცა ეჩვენება რომ შია.
როგორ მივხვდეთ რომელი შეგრძნება გვაწუხებს?
გირჩევთ ერთი ჭიქა წყალი დალიოთ! თუ წყლის მიღების შემდეგაც კი შიმშილის გრძნობა არ გაქრება, შეგიძლიათ მიირთვათ.
წყარო:
https://www.drinkoptimum.com/how-drinking-water-can-help-control-your-
appetite/