რა არის კატაპლექსია?
კატაპლექსია არის კუნთების უეცარი სისუსტე, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი იღვიძებს.
მდგომარეობა ყალიბდება ძლიერი ემოციების ფონზე. კატაპლექსიის ჩამოყალიბებას ხელი შეიძლება შეუწყოს როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა ემოციებმა.
მსუბუქი მიმდინარეობისას ადამიანი გრძნობს კუნთების მომენტალურ სისუსტეს, ხოლო მწვავე კლინიკურ შემთხვევაში სრულიად კარგავს კონტროლს კუნთზე. მწვავე შეტევისას ადამიანი ეცემა, ვერ მოძრაობს ან საუბრობს.
კატაპლექსიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ამ დიაგნოზის მქონე ბევრ პაციენტს არ აქვს საკმარისი რაოდენობის ის ტვინის უჯრედები, რომელიც ჰორმონ ორექსინს წარმოქმნის. სწორედ ეს ჰორმონი თამაშობს მნიშვნელოვან როლს დაძინებისა და გაღვიძების ბუნებრივ ციკლში.
ცხოვრების წესის ცვლილება ბევრ ადამიანს სიმპტომების მართვაში ეხმარება; როგორც დიაგნოზის მქონე ზოგიერთი პირი აცხადებს, მშვიდი ძილის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა კატაპლექსიის შეტევის ეპიზოდები.
მკურნალობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია კატაპლექსიის გამომწვევ მიზეზზე.
წყარო:
https://www.sleepfoundation.org/physical-health/cataplexy