სტომატოლოგების შიში - კბილის ექიმთან მისვლის თქვენც  გეშინიათ?

სტომატოლოგების შიში - კბილის ექიმთან მისვლის თქვენც გეშინიათ?

უამრავ ფობიას შორის ერთ-ერთი გავრცელებულია დენტოფობია.

ეს არის ფობია, რომლის დროსაც ადამიანს ეშინია სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური მანიპულაციების. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში არსებული მედიკამენტების სპეციფიკური სუნიც კი აშინებს.

სხვა ფობიებისგან განსხვავებით დენტოფობია ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში პირის ღრუში არაერთი პრობლემა ჩნდება.

დენტოფობიის ბევრი ფორმა არსებობს. შეიძლება გეშინოდეთ შემდეგის:

  •  უშუალოდ სტომატოლოგის;
  •  კლინიკის სუნის, მანიპულაციის დროს ჩართული სინათლის და სხვა იმ არაერთი შეგრძნების, რომელიც კბილის სამკურნალოდ მისულს ერთხელ მაინც გიგრძვნიათ;
  •  ტკივილის;
  •  ნემსის;
  •  შიში, რომ დიდხანს პირის გაღების გამო გაგიჭირდებათ სუნთქვა.

დენტოფობიის სიმპტომებია:

  •  პაციენტი თავს არიდებს სტომატოლოგთან ვიზიტს;
  •  იმის გამო რომ დასჭირდება ნემსი ან ტკივილის ეშინია, ერიდება სპეციფიკურ მკურნალობას;
  •  ეწყება პანიკა;
  •  კანკალი და გულისრევის შეგრძნება.

რასაკვირველია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თუ ერთისთვის ფობიის დაძლევა მარტივია, მეორეს გაცილებით მეტი დრო სჭირდება. თუმცა სასურველია შეძლებისდაგვარად მოერიოთ დენტოფობიას, შიშის გამო ნუ შეუქმნით საფრთხეს პირის ღრუს, თავი ხელში აიყვანეთ და დროულად მიმართეთ ექიმს. თანამედროვე სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად დაიხვეწა მიდგომები, გაუმჯობესდა საანესთეზიო მასალები, ჩამოყალიბდა ინოვაციური მეთოდები - მიეცით სტომატოლოგს საშუალება იზრუნოს თქვენს ლამაზ ღიმილზე.

წყარო:
https://www.pleasantfamilydentistry.com/blog/dentophobia-what-is-it-and-how-
can-we-help-you-overcome-it