მტკივნეული გამონაყარი, რომელსაც იწვევს ვირუსული  ინფექცია

მტკივნეული გამონაყარი, რომელსაც იწვევს ვირუსული ინფექცია

რა არის სირსველი?

სირსველი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ გამონაყარს.

ინფექცია ჩნდება სხეულის ნებისმიერ არეში.

სირსველს იწვევს ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი. სწორედ ეს ვირუსი იწვევს ჩუტყვავილასაც. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსი არააქტიურ მდგომარეობაში რჩება თავისა და ზურგის ტვინთან მდებარე ნერვულ ქსოვილებში. წლების შემდეგ ვირუსი შესაძლოა ხელახლა გააქტიურდეს და

ამჯერად სირსველის ფორმით. აღნიშნული ვირუსული ინფექცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს. ვაქცინით სირსველის რისკის შემცირებაა შესაძლებელი.

დროულად დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად აქვეითებს ინფექციით ავადობის დროს, ამცირებს ნებისმიერი შესაძლო გართულების რისკს.

სირსველის სიმპტომებია:

  •  ტკივილი, წვის თუ ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება;
  •  შეხებისას მომატებული მგრძნობელობა;
  •  წითელი გამონაყარი, რომელიც ჩნდება ტკივილიდან რამდენიმე დღეში;
  •  სითხით სავსე ბებერები, რომელიც სკდება.

ზოგიერთ ადამიანს ასევე აქვს შემდეგი ნიშნები:

  •  სიცხე;
  •  თავის ტკივილი;
  •  მგრძნობელობის მომატება სინათლეზე;
  •  დაღლილობა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი შემთხვევების დროს:

  •  ტკივილი და გამონაყარი თვალთან ახლოს;
  •  პაციენტი 60 წელს გადაცილებულია;
  •  გაქვთ სუსტი იმუნური სისტემა;
  •  გამონაყარი იწვევს ტკივილს და ვრცელდება.

გადამდებია თუ არა?

სირსველით დაავადებულმა შესაძლოა ვირუსი გადასდოს ნებისმიერს, რომელსაც არ აქვს ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ჩუტყვავილას მიმართ.

ვირუსი გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით (გამონაყარით).

ინფიცირებისას, ვირუსის გადადებისას, ადამიანს განუვითარდება ჩუტყვავილა.

გახსოვდეთ, ჩუტყვავილა ზოგიერთი პირისთვის ძალიან სახიფათოა.

მუწუკების გაქრობამდე გადამდები ხართ და აუცილებლად უნდა მოერიდოთ პირს, რომელსაც არ გადაუტანია ჩუტყვავილა.

განსაკუთრებით მოერიდეთ:

  •  ახალშობილებს;
  •  ორსულებს;
  •  სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/shingles/symptoms-causes/syc-
20353054