ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება კიდურებში

ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება კიდურებში

რა არის კისრის სპონდილოზი?

კისრის სპონდილოზი არის ზოგადი ტერმინი, რომელიც უკავშირდება ასაკობრივ ცვლილებებს კისრის დისკში.

დისკის დეჰიდრატაციისა და შეკუმშვის ფონზე ჩნდება ოსტეოართრიტის სიმპტომები.

კისრის სპონდილოზი გავრცელებული დიაგნოზია და მდგომარეობა მწვავდება ასაკის მატებასთან ერთად. სტატისტიკის თანახმად, 60 წელს გადაცილებულთა 85%-ს კისრის სპონდილოზი აქვს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების მართვა შესაძლებელია არაქირურგიული მეთოდებით - როგორც წესი, პათოლოგია მკურნალობის კურსს ექვემდებარება, ჩარევა ხშირად ეფექტურია.

ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  ჩხვლეტის შეგრძნება, სისუსტე და დაბუჟება როგორც ქვედა, ისე ზედა კიდურებში;
  •  კოორდინაციის, წონასწორობის უნარის დაკარგვა;
  •  პაციენტს უჭირს სიარული;
  •  პაციენტს უჭირს კუჭის მოქმედებისა და მოშარდვის უნარის გაკონტროლება.

გამომწვევი მიზეზი

ასაკის მატებასთან ერთად ძვლები და ხრტილები ცვდება.

შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

  •  დისკის დეჰიდრატაცია;
  •  მალთაშუა დისკის თიაქარი;
  •  ძვლოვანი წანაზარდები;
  •  იოგის დაჭიმულობა.

კისრის სპონდილოზის ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია:

  •  ხანდაზმული ასაკი;
  •  სტრესი, დაჭიმულობა კისრის არეში;
  •  ისეთი საქმე, რომლის გამოც ხშირად გიწევთ კისრის მოძრაობა;
  •  ტრავმა, დაზიანება კისრის არეში;
  •  გენეტიკური წინასწარგანწყობა;
  •  თამბაქო.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/cervical-spondylosis/symptoms-
causes/syc-20370787