მაღალი არტერიული წნევა და ორგანოს სისტემის დაზიანება ორსულობის დროს - გართულებული მდგომარეობა

მაღალი არტერიული წნევა და ორგანოს სისტემის დაზიანება ორსულობის დროს - გართულებული მდგომარეობა

რა არის პრეეკლამფსია?

პრეეკლამფსია არის ორსულობის გართულება, რომელიც ხასიათდება მაღალი არტერიული წნევითა და ორგანოთა სისტემის (როგორც წესი, ღვიძლი და თირკმელი) დაზიანებით.

მდგომარეობა თავს იჩენს ორსულობის მეოცე კვირის შემდგომ და კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში იმ ქალების ორგანიზმში, რომელთაც ნორმალური წნევა ჰქონდათ.

პათოლოგიური პროცესის მართვა აუცილებელია, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება არაერთი გართულების რისკი. მკურნალობის ერთადერთი მეთოდი მშობიარობაა.

სიმპტომები

ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მაღალი წნევა შეიძლება განვითარდეს ნელა, დროთა განმავლობაში ან უეცრად. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია ორსულმა რეგულარულად აკონტროლოს არტერიული წნევის მაჩვენებელი.

პრეეკლამფსიის სხვა სიმპტომებია:

  •  შარდში ცილის ჭარბი რაოდენობა ან თირკმლის პრობლემის ნიშნები;
  •  ძლიერი თავის ტკივილი;
  •  მხედველობასთან დაკავშირებული ცვლილებები;
  •  ტკივილი მუცლის ზედა არეში;
  •  გულისრევა ან ღებინება;
  •  შარდის დაქვეითებული რაოდენობა;
  •  თრომბოციტების დონის შემცირება;
  •  ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
  •  სუნთქვის უკმარისობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

არ გამოტოვოთ ორსულობის პერიოდისთვის განკუთვნილი რეგულარული ვიზიტები - სწორედ ვიზიტის ფარგლებში მოწმდება თქვენი წნევის მაჩვენებელი, ზოგადი მდგომარეობა. უნდა დაიცვათ მეან-გინეკოლოგის ყველა რეკომენდაცია.

დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს თუ შეგაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, შეამჩნევთ მხედველობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემას, იგრძნობთ ძლიერ ტკივილს მუცლის არეში ან გექნებათ სუნთქვის უკმარისობა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/preeclampsia/symptoms-causes/syc-
20355745