რატომ ვლინდება თავბრუსხვევა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ?
ვარჯიში ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა ფიზიკური დატვირთვის ფონზე ეს უსიამოვნო შეგრძნება თითქმის ყველა ადამიანს მინიმუმ ერთხელ გამოუცდია - და მაინც, რა იწვევს თავბრუსხვევას?
ვარჯიშის შემდგომი თავბრუსხვევა, როგორც წესი, არ არის რომელიმე დაავადების, სერიოზული მდგომარეობის სიმპტომი და ხშირად არასწორი წესების ფონზე ვლინდება, კერძოდ, ფიზიკური დატვირთვისას დაშვებული შეცდომების გამო.
მომავალში დისკომფორტის პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია გაითვალისწინოთ რჩევა, მოერიდოთ სხეულის გაღიზიანებას.
ვარჯიშის შემდგომი თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
- დაგავიწყდათ სწორად სუნთქვა. დიახ, ფიზიკური დატვირთვისას კუნთი დიდი რაოდენობით ჟანგბადს ითვისებს, შესაბამისად, თუ ვარჯიშის დროს ან შემდეგ სათანადოდ არ ისუნთქებთ თავბრუსხვევას თავს ნამდვილად ვერ დააღწევთ;
- ორგანიზმი ზედმეტი ვარჯიშით დატვირთეთ. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს წნევა ეცემა;
- ვარჯიშის ფონზე ოფლი დაკარგეთ, შესაბამისად, ორგანიზმში დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) განვითარდა. სწორედ ამიტომ სპორტდარბაზში იქნებით თუ სხვაგან, ვარჯიშის დროს წყალი ყოველთვის უნდა მიიღოთ;
- სისხლში შაქრის რაოდენობა დაბალია;
- დაბალი არტერიული წნევა გაქვთ.
წყარო:
https://www.healthline.com/health/dizzy-after-workout#overexertion