რა არის ასპირაციული პნევმონია?
ასპირაციული პნევმონია არის ფილტვების ანთების ტიპი, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი რომელიმე ნივთიერებას ჩაისუნთქავს ან გადაყლაპავს.
ინფექციის ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, მაგალითად, საკვების მიკრობი, ბაქტერიებით დაბინძურებული ნივთი, ნერწყვი, ნარწყევი და სხვა ნივთიერება.
ორგანიზმის ნორმალური დაცვითი მექანიზმის მეშვეობით, უცხო ნივთიერებების მოშორება და ჰაერგამტარი გზების გაწმენდა ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი ირღვევა შედეგად კი ფილტვებში ანთება თუ ინფექცია ჩნდება.
რისკ-ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემა, სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. დიაგნოზი ხშირია ხანდაზმულებსა და ბავშვებში.
ასპირაციული პნევმონიის სიმპტომებია:
- ყლაპვის გაძნელება;
- სუნთქვის უკმარისობა;
- დაღლილობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ხრიალი;
- კანი ოდნავ გალურჯებულია;
- მაღალი სიცხე;
- ოფლიანობა.