როდესაც ადამიანს საკვების გადაყლაპვა უჭირს

როდესაც ადამიანს საკვების გადაყლაპვა უჭირს

რა არის დისფაგია?

დისფაგია ყლაპვის გაძნელებაა, როდესაც ადამიანს საკვებისა თუ სასმლის ჩასაყლაპად ზედმეტი დრო და ძალა სჭირდება. დისფაგია შესაძლოა იყოს მტკივნეული. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ყლაპვა შეუძლებელიც კი ხდება.

როდესაც ადამიანი სწრაფად იკვებება ან საკვებს სათანადოდ არ ღეჭავს და ყლაპვის პროცესი რთულდება, იშვიათ შემთხვევებში, ნორმალურია, თუმცა ქრონიკულად ეს პრობლემა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს, სათანადო მკურნალობას საჭიროებს.

დისფაგია შესაძლოა გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებში.

დისფაგიის სიმპტომებია:

  •  ტკივილი ყლაპვის დროს;
  •  ყლაპვის სრული შეზღუდვა;
  •  შეგრძნება თითქოს საკვები ყელში გაიჭედა;
  •  ნერწყვდენა;
  •  ხრიალი;
  •  საკვების უკან ამოღება;
  •  ხშირი გულძმარვა;
  •  საკვების ან კუჭის მჟავას უკან ამოსვლა, ყელის არეში;
  •  წონის კლება;
  •  ყლაპვის დროს ხველა.

პრევენცია

ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემების პრევენცია თითქმის შეუძლებელია, თუმცა თავი რომ დაიზღვიოთ თუნდაც იშვიათ შემთხვევებში გამოვლენილი დისკომფორტისგან რეკომენდებულია საკვები ნელა მიირთვათ, პროდუქტი კარგად დაღეჭოთ.

დისფაგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე, ნებისმიერი შესაძლო გართულების თავიდან არიდების მიზნით, სასურველია მიმართოთ ექიმს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/dysphagia/symptoms-
causes/syc-20372028