რა უნდა ვიცოდეთ მჟავა რეფლუქსის შესახებ?
მჟავა რეფლუქსი გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის წვის შეგრძნებას (სამედიცინო ენაზე გულძმარვა) გულმკერდის ქვედა არეში.
გასტროეზოფაგური რეფლუქს დაავადების დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ მჟავა რეფლუქსი ვლინდება კვირაში მინიმუმ ორჯერ.
ქრონიკული გულძმარვა სახიფათოა და არანამკურნალებელ კლინიკურ შემთხვევებში სერიოზული გართულებების ჩამოყალიბების წინაპირობაა.
მჟავა რეფლუქსის გამო ორგანიზმში გულძმარვა ყალიბდება. გულძმარვით გამოწვეული დისკომფორტი მწვავდება თუ დაწვებით ან დაიხრებით. წვის შეგრძნება შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და როგორც წესი, მდგომარეობა უარესდება ჭამის შემდეგ.
თუ პაციენტს გულძმარვა კვირაში ორჯერ ან მეტჯერ აწუხებს დიაგნოზი გასტროეზოფაგური რეფლუქსია.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომებია:
- მშრალი, ქრონიკული ხველა;
- ხრიალი;
- ასთმა და განმეორებითი პნევმონია;
- გულისრევა;
- ღებინება;
- ყელის პრობლემები;
- გართულებული ყლაპვა ან ტკივილი ყლაპვის დროს;
- გულმკერდის ტკივილი ან ტკივილი მუცლის ზედა არეში;
- უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
- კბილის ეროზია.
პათოლოგიური პროცესი ჩნდება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ორგანიზმში, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში სრულიად დაუდგენელი მიზეზებით.
ხშირად ყალიბდება ცხოვრების სტილის ფონზე, თუმცა ყოველთვის ვერ ხერხდება გამომწვევი რისკ-ფაქტორებისგან თავის არიდება, პრევენციული ღონისძიებების გატარება.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/146619#symptoms