რა არის სხეულის დისმორფული აშლილობა?
სხეულის დისმორფული აშლილობა მენტალური დაავადებაა, რომლის გამოც ადამიანი გამუდმებით ფიქრობს საკუთარ გარეგნობაზე და ნაკლზე, რომელიც სრულიად უმნიშვნელო ან გამოგონილია. პაციენტი თავს იმდენად უხერხულად გრძნობს და გაღიზიანებულია, ბევრ სოციალურ აქტივობას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას ერიდება.
სხეულის დისმორფული აშლილობის მქონე პირი სისტემატურად იყურება სარკეში, "ნაკლის" დასამალად იყენებს არაერთ კოსმეტიკურ საშუალებას, იტვირთება ფიზიკურად და სხვა.
მკურნალობის კურსი მოიცავს მედიკამენტებსა და კოგნიტიურ ქცევით თერაპიას.
სხეულის დისმორფული აშლილობის სიმპტომებია:
- ისეთ ნაკლზე დარდი, რომელსაც ვერც სხვები ამჩნევენ და სარკეშიც არ ფიქსირდება;
- ადამიანს აქვს ძლიერი განცდა, რომ ნაკლის გამო სხეული დეფორმირებულია და ლამაზი არ არის;
- განცდა თითქოს სხვები დეფექტზე მიუთითებენ;
- სისტემატურად სარკეში ყურება, კანის წვალება, თმის დავარცხნა;
- "ნაკლის" დამალვის მცდელობა სამოსით, მაკიაჟით;
- საკუთარ ვიზუალს სხვის გარეგნობას ადარებს;
- სურვილი სხვებმა გითხრან, რომ გარეგნობაში ნაკლი არ გაქვთ და კარგად გამოიყურებით;
- პერფექციონიზმისკენ მიდრეკილება;
- პაციენტი ერიდება სოციალურ აქტივობებს, არ სურს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა.
გამომწვევი მიზეზი
სამწუხაროდ, ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მდგომარეობა ყალიბდება არაერთი ფაქტორის კომბინაციის ფონზე, მაგალითად, ხელშემწყობი მიზეზებია:
- სხეულის დისმორფული აშლილობის ოჯახური ანამნეზი;
- ტვინში არსებული პრობლემები;
- უარყოფითი თვითშეფასება;
- ცუდი ცხოვრებისეული გამოცდილება;
- შფოთვა, დეპრესია.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/body-dysmorphic-
disorder/symptoms-causes/syc-20353938