რა სიმპტომებს მივაქციოთ ყურადღება?
კარდიოლოგი არის ექიმი, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს მკურნალობს. კარდიოლოგი დაგეხმარებათ კარდიოვასკულარული სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტირებასა და მართვაში.
კონსულტაციაზე ექიმი შეაფასებს სიმპტომებს, შეისწავლის სამედიცინო ისტორიას და საჭიროებისამებრ, კლინიკური შემთხვევიდან გამომდინარე, დანიშნავს შესაბამის ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტულ სადიაგნოსტიკო კვლევებს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:
- ტკივილი, დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- სუნთქვის უკმარისობა;
- ფეხების შეშუპება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- უჩვეულოდ აჩქარებული ან შენელებული პულსი;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
- კარდიოვასკულარული სისტემის პათოლოგიებით ავადობის ოჯახური ანამნეზი (მაგალითად, ოჯახის წევრებს აქვთ გულის დაავადების დიაგნოზი ან დაიღუპნენ გულის პათოლოგიით);
- სისხლძარღვთა დაავადების გამო უჩივით ფეხის ტკივილს ან შენიშნეთ წყლული.
წყარო:
https://www.mayoclinichealthsystem.org/hometown-health/speaking-of-
health/when-to-see-a-cardiologist