საჩუქარი ადამიანს აბედნიერებს

საჩუქარი ადამიანს აბედნიერებს

ბედნიერი ადამიანი ჯანმრთელია.

მნიშვნელობა არ აქვს რომელი დღესასწაულია, ეს სასიამოვნო პროცესი (საჩუქრის ჩუქება) გუნება-განწყობილებაზე, შესაბამისად, მთლიანი სხეულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ლამაზად შეფუთული საჩუქრები ზრდასრულსაც ისე ახარებს, როგორც პატარა ადამიანს.

სასიამოვნო განწყობა ეუფლება ორივე ადამიანს, ვინც საჩუქარზე იზრუნა და ვისთვისაც გულით შერჩეული ნივთია განკუთვნილი.

გახსოვდეთ, ლამაზი საღამო მნიშვნელოვნად აძლიერებს ურთიერთობებს - დესერტი კი დადებითი განწყობა, ორგანიზმში გავრცელებული ბედნიერების ჰორმონებია.

ნევროლოგები ადასტურებენ, რომ სიკეთის კეთებისა და სიხარულის გაცემის ფონზე ტვინი სასიამოვნო ენერგიით იტვირთება.

საჩუქრის ღირებულებას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს - ეს არის ინტერესის, მადლიერებისა და დაფასების გამოხატულება.

ამ საკითხზე რამდენიმე პროფესორმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა - კვლევაში მონაწილე 600-ზე მეტ პირზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ადამიანი ბედნიერია და თავს კარგად გრძნობს მაშინ, როდესაც სხვას ეხმარება.

თუ გსურთ საყვარელი ადამიანი გაახაროთ ნუ დაელოდებით კონკრეტულ თარიღს - დაახვედრეთ ლამაზი საჩუქარი სამზარეულოში, კვირის ერთ და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ დღეს.

დიახ, სიკეთის კეთება ყველას შეგვიძლია - გვაქვს ძალა სხვა ადამიანს ცხოვრება გავულამაზოთ.

ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, როდესაც გრძნობს, რომ უყვართ და აფასებენ.

წყარო:
https://www.worthy.com/blog/next-act/lifestyle/5-reasons-why-gift-giving-makes-you-
happy/