რა არის ადრენალინი?

რა არის ადრენალინი?

როდის გამომუშავდება ადრენალინი?

ადრენალინი სტრესის ჰორმონია, რომელიც ადრენალინის ჯირკვლების მიერ გამომუშავდება.

სტრესულ გარემოში სწორედ ეს ჰორმონი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.

ადრენალინი ერთგვარი იბრძოლე და გაიქეცი რეაქციის შემადგენელი ნაწილია (ანუ მდგომარეობა, როდესაც ცდილობთ თავი აარიდოთ საფრთხეს).

ადრენალინი სწრაფად იტყორცნება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, შესაბამისად, სხვადასხვა ორგანო მარტივად იღებს საჭირო იმპულსებს.

აღსანიშნავია, რომ ადრენალინის გამო მნიშვნელოვნად ქვეითდება ტკივილის შეგრძნება - ამ ჰორმონის ფონზე ძლიერი ტრავმის დროსაც კი ადამიანმა შესაძლოა ვერაფერი იგრძნოს.

ძლიერი ემოციის, კრიზისული სიტუაციის, აღელვებისა თუ შიშის დროს ადრენალინი ავტომატურად გამომუშავდება.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  მაღალი არტერიული წნევა;
  •  აჩქარებული გულისცემა;
  •  ძლიერდება შეგრძნება;
  •  ქვეითდება ტკივილის გრძნობა;
  •  გუგა ფართოვდება;
  •  კიდურების კანკალი;
  •  ძლიერი ოფლიანობა.

ადრენალინის ჭარბი დოზა სახიფათოა და განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანს ქრონიკული სტრესი აქვს.

წყარო:
https://www.verywellmind.com/what-is-adrenaline-5196452