მჟავა რეფლუქსი - მკურნალობა სახლის პირობებში

მჟავა რეფლუქსი - მკურნალობა სახლის პირობებში

თუ თქვენი დიაგნოზი მჟავა რეფლუქსია.

მჟავა რეფლუქსისთვის დამახასიათებელ დისკომფორტს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ცხოვრების წესის ცვლილება.

რეკომენდებულია:

  •  შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა და სიმსუქნის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად დაიკელით ზედმეტი კილოგრამები;
  •  უარი თქვით თამბაქოზე;
  •  სავარაუდოდ, დაძინებისას გაწუხებთ გულძმარვა. სიმპტომებმა რომ არ შეგაწუხოთ ლოგინის თავი შემაღლებული უნდა იყოს;
  •  საკვების მიღების შემდეგ მაშინვე არ წახვიდეთ დასაძინებლად. ძილი რეკომენდებულია ბოლო კვებიდან 3-4 საათის შემდეგ;
  •  საკვები კარგად დაღეჭეთ;
  •  ნელა, მშვიდად იკვებეთ;
  •  მოერიდეთ ისეთ სასმელსა და საკვებს, რომელიც მჟავა რეფლუქსს იწვევს. რაციონიდან ამოიღეთ: პომიდვრის სოუსი, ალკოჰოლი, შოკოლადი, კოფეინი, პიტნა, ნიორი, ხახვი;
  •  არ ჩაიცვათ სამოსი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის წელის არეს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/gerd/diagnosis-treatment/drc-
20361959