რა არის ეზოფაგიტი?
ეზოფაგიტი ანთებაა, რომელმაც შესაძლოა საყლაპავის ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს.
ანთებითი პროცესის დროს ადამიანს აწუხებს ტკივილი, უჩივის ყლაპვის გაძნელებას ან აქვს დისკომფორტი გულმკერდის არეში.
ეზოფაგიტი ყალიბდება კუჭის მჟავის, ინფექციის, ორალური მედიკამენტებისა თუ ალერგიის ფონზე.
მკურნალობის კურსი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და ქსოვილის დაზიანების ხარისხზე.
ეზოფაგიტის სიმპტომებია:
- ყლაპვის გაძნელება;
- ტკივილი ყლაპვის დროს;
- გულმკერდის ტკივილი;
- გადაყლაპული საკვების საყლაპავში გაჩხერა;
- გულძმარვა;
- მჟავის კუჭიდან საყლაპავში ამობრუნება.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი ნიშნების შემთხვევაში:
- სიმპტომები გაწუხებთ რამდენიმე დღეა;
- თვითმკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;
- დისკომფორტი იმდენად მწვავეა გიჭირთ ნორმალურად კვება;
- სიმპტომებს თან ახლავს გრიპის მსგავსი ნიშნები.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება შემდეგი სიმპტომების დროს:
- გულმკერდის არეში ტკივილი გრძელდება რამდენიმე წუთის განმავლობაში;
- გაქვთ შეგრძნება, რომ საკვები საყლაპავში გაიჭედა;
- ანამნეზში გაქვთ გულის დაავადების ისტორია და უჩივით გულმკერდის ტკივილს;
- კვების დროს უჩივით ტკივილს პირის ღრუში ან ყელში;
- ჭამის შემდეგ გაქვთ სუნთქვის უკმარისობა ან გულმკერდის ტკივილი;
- ხშირად აღებინებთ, ამოღებული მასა დიდი რაოდენობისაა, აქვს ყვითელი ან მწვანე შეფერილობა, ან გიჭირთ სუნთქვა ღებინების შემდეგ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/esophagitis/symptoms-
causes/syc-20361224