ნარკოლეფსია - თუ დღის განმავლობაში გეძინებათ

ნარკოლეფსია - თუ დღის განმავლობაში გეძინებათ

რა არის ნარკოლეფსია?

ნარკოლეფსია ძილის ქრონიკული დარღვევაა, რომლის გამოც ადამიანს დღის განმავლობაში ეძინება ან აქვს ძილის უეცარი შეტევა.

მდგომარეობა მნიშვნელოვნად აფერხებს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ნარკოლეფსიას თან ერთვის კატაფლექსია (კუნთის ტონუსის უეცარი დაკარგვა).

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნარკოლეფსია ქრონიკული მდგომარეობაა და სამწუხაროდ, ჯერჯერობით მკურნალობის მეთოდი უცნობია. თუმცა ზოგიერთი მედიკამენტისა და ცხოვრების სტილის ცვლილების ფონზე სიმპტომები მართვადია. თქვენი მდგომარეობის შესახებ აუცილებლად უთხარით გარშემომყოფებს, შესაბამისად, შეტევის დროს გვერდით მყოფი ადამიანი დახმარებას გაცილებით მარტივად შეძლებს.

ნარკოლეფსიის სიმპტომებია:

  •  დღის განმავლობაში ძლიერი ძილიანობა;
  •  კუნთის ტონუსის უეცარი დაკარგვა;
  •  ძილის პარალიზი;
  •  ჰალუცინაციები.

გამომწვევი მიზეზი

ნარკოლეფსიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

რისკ-ფაქტორებია:

  •  ასაკი (სიმპტომები, როგორც წესი, ჩნდება 10-დან 30 წლამდე ასაკის პირებში);
  • ოჯახური ანამნეზი (გენეტიკური წინასწარგანწყობა).

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/narcolepsy/symptoms-causes/syc-
20375497