თავის ტკივილი დილით.
დისკომფორტს არაერთი მიზეზი იწვევს, მაგალითად, სავსებით შესაძლებელია ღამით ვერ მოახერხეთ დაძინება, იმყოფებით სტრესში და სხვა.
დილის თავის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე.
დილის თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული ფორმებია კლასტერული თავის ტკივილი, შაკიკი, დაძაბულობითი თავის ტკივილი. თუ დილით თავის ტკივილით იღვიძებთ, სავარაუდოდ, გაინტერესებთ თუ რამ
გამოიწვია დისკომფორტი. შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- უძილობა;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- ძილის აპნოე;
- ხვრინვა;
- ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი);
- კისრის არეში კუნთების დაჭიმულობა;
- ნაბახუსევი და ალკოჰოლი;
- საფეთქლის, ქვედა ყბის სახსრის დარღვევა;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ცირკადული რიტმის დარღვევა;
- რეკომენდებულზე დიდი ხნის განმავლობაში ძილი;
- მაღალი არტერიული წნევა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/headache/early-morning-headaches