რა არის ჰიპერსომნია?
ჰიპერსომნია არის მდგომარეობა, რომლის გამოც დღის განმავლობაში ძლიერ ძილიანობას გრძნობთ, დაძინება გინდათ.
ჰიპერსომნია შესაძლოა იყოს როგორც პირველადი ფორმის, ისე მეორეული.
პირველადი ჰიპერსომნიის სიმპტომი ძლიერი დაღლილობაა. ამ ფორმას არ ახლავს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა, სხვა სამედიცინო მდგომარეობა.
მეორეული ჰიპერსომნია კი სხვადასხვა პათოლოგიასთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ეს მდგომარეობებია: ძილის აპნოე, პარკინსონის დაავადება, თირკმლის უკმარისობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. ამ დაავადებების გამო ადამიანს უჭირს ღამით რეკომენდებული დროით დაძინება, შესაბამისად, დაღლილია დილით.
აღსანიშნავია, რომ სავსებით შესაძლებელია ჰიპერსომნია ჩამოყალიბდეს ზოგიერთი მედიკამენტის გამო.
ჰიპერსომნიის სიმპტომებია:
- დაღლილობა;
- დილით დაძინების სურვილი;
- ადამიანს არ აქვს საკმარისი ძალა;
- გაღიზიანება;
- შფოთვა;
- მადის დაკარგვა;
- მეხსიერების პრობლემები;
- მოუსვენრობა;
- ქვეითდება ფიქრისა თუ მეტყველების უნარი.