რა არის კოლიკა?
კოლიკა ხშირი, ხანგრძლივი და ძლიერი ტირილი ან შფოთვაა ჯანმრთელ ჩვილებში.
ტირილის ეპიზოდი ხშირია საღამოს - როგორც წესი, პატარა ადამიანის ჭირვეულობა ემთხვევა დროს, როდესაც მშობლებიც საკმაოდ დაღლილები არიან.
კოლიკა გავრცელებულია 6 კვირის ახალშობილებში - ეპიზოდების სიხშირე მცირდება 3-4 თვის ასაკიდან.
სიმპტომები
გაღიზიანება, ჭირვეულობა და ტირილი ახალშობილების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და განსაკუთრებით დაბადებიდან პირველი 3 თვის განმავლობაში.
კოლიკას დროს შენიშნავთ შემდეგს:
- ძლიერი ტირილი, რომელიც უფრო მეტად ჰგავს ყვირილს თუ ტკივილის დროს გამოხატულ ემოციას;
- უმიზეზო ტირილი;
- ტირილის შემდეგ პატარა შფოთავს;
- ჩვილს ტირილი საღამოს ურჩევნია;
- სახის შეწითლება;
- ტირილს თან ერთვის სხეულის დაჭიმვა.
გამომწვევი მიზეზი
კოლიკას გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მდგომარეობა ყალიბდება რიგი ფაქტორების ფონზე.
შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
- საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის სრულად ჩამოყალიბებული;
- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჯანსაღი ბაქტერიის დისბალანსია;
- კვებითი ალერგია ან საკვების მიმართ აუტანლობა;
- ჩვილმა ან დიდი რაოდენობით საკვები მიირთვა, ან კვება არ იყო საკმარისი;
- იშვიათი ბოყინი;
- ბავშვთა შაკიკის ადრეული ფორმა;
- ოჯახში სტრესი ან შფოთვა.
გართულებული კლინიკური შემთხვევა
კოლიკა არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს ბავშვებში, თუმცა სერიოზული სტრესია მშობლისთვის.
მდგომარეობის გამო მნიშვნელოვნად იზრდება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის რისკი, შეიძლება დედას გაუშრეს რძეც.
კოლიკას გამო მშობელს შესაძლოა გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა, გაბრაზდეს, იფიქროს თითქოს შვილს ვერაფრით ეხმარება, დაიღალოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/colic/symptoms-causes/syc-
20371074