დააკვირდით ფრჩხილების ფერს.
ფრჩხილების სილურჯის გამომწვევი მიზეზი სისხლის წითელ უჯრედებში ჟანგბადის ნაკლებობა ან ჟანგბადის დაბალი დონეა.
როდესაც სისხლში არ არის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი, კანი ან კანქვეშ მდებარე მემბრანა იისფერ-მოლურჯო შეფერილობას იღებს.
აღსანიშნავია, რომ კანის ფერის ცვლილება სავსებით შესაძლებელია ჩამოყალიბდეს მაშინაც, როდესაც სისხლში ჰემოგლობინის მაჩვენებელი პათოლოგიურად მაღალია.
ლურჯი ფრჩხილების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია ცივი ამინდი. ჰაერის ცივი ტემპერატურის დროს ფრჩხილების გალურჯება საშიში არ არის - ეს გარემოს მიმართ ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა.
თუმცა თუ თბილ სივრცეშიც კი არ დაბრუნდა ჩვეული ფერი, სავარაუდოდ, ლურჯი ფრჩხილი რომელიმე დაავადების თუ მდგომარეობის სიმპტომია.
ფრჩხილის ლურჯი შეფერილობა შესაძლოა ფილტვის, გულის, სისხლის უჯრედების თუ სისხლძარღვების პრობლემებით იყოს გამოწვეული.
სილურჯის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ქრონიკული ბრონქიტი;
- ემფიზემა;
- ასთმა;
- მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
- პნევმონია;
- თრომბი ფილტვში;
- გულის თანდაყოლილი მანკი;
- აიზენმენგერის კომპლექსი;
- შეგუბებული გულის უკმარისობა;
- რეინოს დაავადება;
- მხუთავი აირით მოწამვლა;
- პოლიციტემია ვერა.
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ფრჩხილის სილურჯეს თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის უკმარისობა;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- ძლიერი ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.
წყარო:
https://www.healthline.com/health/blue-fingernails#causes