სისხლის მოწამვლა - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

სისხლის მოწამვლა - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

რას ნიშნავს სისხლის მოწამვლა?

ეს არის ინფექცია, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ბაქტერია სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს და ვრცელდება.

იგი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა და დროულ მკურნალობას საჭიროებს - როგორც წესი, მდგომარეობის მართვა შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიით.

სისხლის მოწამვლის მიზეზი შესაძლოა გახდეს ბაქტერია, ვირუსი თუ სოკო.

სისხლის მოწამვლისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა რისკ-ფაქტორებია:

  •  პაციენტის ხანდაზმული ან პატარა ასაკი;
  •  ანამნეზში სეპტიცემიით ავადობა;
  •  ანამნეზში ინფექცია ან სხვადასხვა ქრონიკული დაავადება (მაგალითად, დიაბეტი, კიბო და სხვა);
  •  ძლიერი ტრავმა, სხეულის დამწვრობა ან ღია ჭრილობა;
  •  სუსტი იმუნური სისტემა.

სისხლის მოწამვლისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  •  მაღალი სიცხე;
  •  კანკალი;
  •  სისუსტე;
  •  ოფლიანობა;
  •  დაბალი არტერიული წნევა.

წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/21539-septicemia