რა სიმპტომებით ვლინდება ფსიქოზი?
ფსიქოზი ფსიქიკის მძიმე დარღვევაა, რომლის დროსაც პაციენტის მიერ რეალური სამყაროს აღქმა მკვეთრადაა დარღვეული - ვლინდება ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებულების ცვლილებით.
ფსიქოზით დაავადებულ პირებს აქვთ ან ჰალუცინაცია, ან ბოდვა.
ფსიქოზი ძალიან საყურადღებო მდგომარეობაა და სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
თითოეული კლინიკური შემთხვევა განსხვავებულია, შესაბამისად, ყოველთვის ვერ ხერხდება ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა.
ფსიქოზი შესაძლოა ჩამოყალიბდეს გარკვეული დაავადებების ფონზე, თუმცა ზოგჯერ ხელშემწყობი ფაქტორია გარემო.
რისკ-ფაქტორებია:
- გენეტიკა;
- ცხოვრებაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა;
- ანამნეზში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.
რთულია იმის იდენტიფიცირება თუ ვის დაემართება ფსიქოზი, თუმცა მედიკოსები აცხადებენ, რომ გენეტიკა სერიოზულ როლს თამაშობს.
სიმპტომები
ფსიქოზის ჩამოყალიბებამდე გარკვეული ნიშნები ჩნდება.
ეს გამაფრთხილებელი სიმპტომებია:
- ადამიანი სრულიად მოულოდნელად უარს ამბობს მუშაობაზე ან სწავლაზე;
- ადამიანს უჭირს ფიქრი;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- პარანოია;
- გარშემომყოფების მიმართ ნდობის დაკარგვა, ეჭვის თვალით ყურება;
- პირი შორდება მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს;
- ჩნდება ახალი თუ უცნაური შეგრძნებები ან ადამიანს შეიძლება
- მოეჩვენოს, რომ საერთოდ ვერაფერს გრძნობს;
- პირი გულგრილი ხდება საყვარელი საქმის მიმართ, საკუთარ თავზე ზრუნვის ინტერესს კარგავს;
- ადამიანს უჭირს რეალობისა და არარეალურის ერთმანეთისგან გარჩევა;
- კომუნიკაციის უნარის დაქვეითება.
ფსიქოზის ეპიზოდის ძირითადი სიმპტომებია:
- ჰალუცინაცია;
- ბოდვითი აზრები; ნეგატიური სიმპტომები;
- კატატონია. თითქოს ადამიანი გაიყინა, ანუ ერთსა და იმავე პოზაშია გაჩერებული, არ მოძრაობს;
- იმპულსური ქცევა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/psychosis#confused-and-disturbed-thoughts