რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა.
ანტიბიოტიკის ხსენებაზე, სავარაუდოდ, წამალი, მედიკამენტი წარმოიდგინეთ, თუმცა ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით ბუნებაც გვამარაგებს.
რაც შეეხება ანტიბიოტიკს, დაუშვებელია მედიკამენტის თვითნებურად მიღება - ანტიბიოტიკოთერაპიის აუცილებლობის საკითხს წყვეტს მხოლოდ ექიმი და ისიც შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის, ანამნეზისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე.
სტატისტიკის თანახმად, ანტიბიოტიკის მიღების გამო ყოველი 10 ადამიანიდან ერთს აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ხოლო ყოველი 15 პირიდან ერთს უვლინდება მედიკამენტის მიმართ ალერგიული, გვერდითი რეაქცია.
სასარგებლოა:
- ნიორი;
- თაფლი;
- ჯინჯერი;
- ექინაცეა;
- მიხაკი;
- თავშავა.