ბარძაყის კუნთების დაზიანება

ბარძაყის კუნთების დაზიანება

გრძნობთ ტკივილს ბარძაყის არეში?

მდგომარეობა ყალიბდება მაშინ, როდესაც ზედმეტად დატვირთავთ ან დაჭიმავთ ბარძაყის კუნთებს.

სხეულის ამ არეში დაზიანება ხშირია სპორტსმენებსა (ფეხბურთი, კალათბურთი, ჩოგბურთი, სირბილი) და მოცეკვავეებში.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება სახლის პირობებში გატარებული რიგი ღონისძიებების ფონზე, მაგალითად, დასვენება, ყინული და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტურად აცხრობს შეშუპებას.

ძალიან იშვიათად, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კუნთისა თუ მყესის ფუნქციის აღსადგენად საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

სიმპტომები

დაზიანების გამო ადამიანი უჩივის უეცარ, ბასრ ტკივილს ბარძაყის უკანა არეში.

შესაძლოა გამოვლინდეს ერთგვარი ამოვარდნის თუ ტკაცუნის შეგრძნებითაც.

რამდენიმე საათის შემდეგ ყალიბდება შეშუპება და სისუსტე.

სავსებით შესაძლებელია ვერ დადგეთ დაზიანებულ ფეხზე, იგრძნოთ კუნთის სისუსტე ან შენიშნოთ, რომ გაღიზიანებული ადგილი ჩალურჯდა, ან ამ არეში კანის ფერი შეიცვალა.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hamstring-injury/symptoms-
causes/syc-20372985