რა უნდა იცოდეთ გამომწვევი მიზეზების შესახებ?
შეშუპება ყალიბდება ორგანიზმის ქსოვილებში ჭარბი სითხის დაგროვების გამო. შეშუპება შესაძლოა გამოვლინდეს ორგანიზმის ნებისმიერ არეში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია ზედა და ქვემო კიდურებში.
კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში შეშუპებული ხელები საშიში არაა, თუმცა ზოგჯერ სავსებით შესაძლებელია გარკვეული
დაავადებების/მდგომარეობების სიმპტომიც კი იყოს.
ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ვარჯიში;
- ცხელი ამინდი;
- კვების რაციონში ზედმეტად ბევრი მარილი;
- ლიმფედემა;
- პრეეკლამფსია;
- ფსორიაზული ართრიტი;
- ანგიოედემა.