დიახ, ჭურჭლის ფერს დიდი მნიშვნელობა აქვს.
თუ დიეტას იცავთ და გსურთ ნაკლები კალორია მიიღოთ, სტატია ყურადღებით წაიკითხეთ.
გერმანელი და შვეიცარიელი მეცნიერების მოსაზრებით, ადამიანი გაცილებით ნაკლებ კალორიას ითვისებს თუ საკვებს წითელი თეფშიდან მიირთმევს.
მეცნიერებმა რამდენიმე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
პირველ კვლევაში მონაწილეობდა 41 სტუდენტი. დავალების მიხედვით, მონაწილეებს ჩაი უნდა დაელიათ ლურჯი და წითელი ჭიქებიდან. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ 44%-ით ნაკლები ჩაი მიიღეს წითელი ჭიქიდან, მაგრამ სიამოვნებით სვამდნენ ლურჯით.
მეორე ექსპერიმენტში ჩართული იყო 109 ადამიანი. მათ უნდა დაეგემოვნებინათ ბრეცელი (პურ-ფუნთუშეული პროდუქტი). კვლევის ავტორებმა მაგიდაზე გაშალეს წითელი, ლურჯი და თეთრი ფერის თეფშები - თითოეულში 10 ბრეცელი მოათავსეს. შედეგი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო - გემრიელი საკვები წითელი თეფშიდან ძალიან მცირე რაოდენობით მიირთვეს.
წითელი ფერი ადამიანში ასოცირდება საფრთხესთან, შეჩერებასთან, აკრძალვასთან.
წყარო:
https://www.dailymail.co.uk/health/article-2086843/Use-red-plate-lose-bit-weight-
People-eat-cut-food-intake-40.html
https://www.dailystar.co.uk/real-life/eating-red-plates-could-help-23760860