წითელი ლოყები - როზაცეა

წითელი ლოყები - როზაცეა

რა არის როზაცეა?

როზაცეა კანის მდგომარეობაა, რომელიც იწვევს გაწითლებას.

როზაცეას გამო კანზე სისხლძარღვები შესამჩნევი ხდება. სავსებით მოსალოდნელია გაჩნდეს პაწაწინა, ჩირქით სავსე გამონაყარი.

როგორც წესი, ადამიანს სიმპტომები აწუხებს რამდენიმე კვირის თუ თვის განმავლობაში და შემდეგ ნიშნები ქრება.

დაავადება ხშირად ეშლებათ აკნეში, კანის სხვა პრობლემასა თუ ბუნებრივ სიწითლეში.

პროცესი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა როზაცეა განსაკუთრებით ხშირია შუახნის ასაკის ქალბატონებში.

მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.

როზაცეას დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  სახის ცენტრალური ნაწილის გაწითლება;
  •  ცხვირსა და ლოყებზე შესამჩნევია ვენები;
  •  აკნეს მსგავსი გამონაყარი. მუწუკი შესაძლოა შეიცავდეს ჩირქს;
  •  წვის შეგრძნება;
  •  გაღიზიანებული, გამომშრალი და შეშუპებული თვალები;
  •  ვიზუალურად ცხვირის ფორმის გადიდება (დროთა განმავლობაში როზაცეას გამო შესაძლოა ცხვირზე არსებული კანი გასქელდეს).

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორებია: ზედმეტად აქტიური იმუნური სისტემა, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, გარემო ფაქტორები ან ამ მიზეზთა კომბინაცია.

როზაცეა არ არის გადამდები.

დაავადება შესაძლოა გამწვავდეს შემდეგი ფაქტორების გამო:

  •  ცხელი სასმელი;
  •  ცხარე საკვები;
  •  წითელი ღვინო და სხვა ტიპის ალკოჰოლური სასმელი;
  •  ტემპერატურა;
  •  მზე ან ქარი;
  •  ემოციური განწყობა;
  •  ვარჯიში;
  •  ზოგიერთი მედიკამენტი;
  •  კანისა თუ თმის მოვლის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება.

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rosacea/symptoms-causes/syc-
20353815