პრედიაბეტი საყურადღებო მდგომარეობაა.
იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც განგაშის ზარი, რომელიც გვაფრთხილებს, რომ დიაბეტისკენ მიმავალ გზაზე ვიმყოფებით.
გართულებული კლინიკური შემთხვევები
პრედიაბეტის ყველაზე სერიოზული შედეგი დიაბეტი ტიპი ორის პროგრესირებაა.
დიაბეტი ტიპი 2 კი ისეთი პათოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს როგორიცაა:
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- გულის დაავადება;
- ინსულტი;
- თირკმლის დაავადება;
- ნერვის დაზიანება;
- მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ შორის მხედველობის დაკარგვა;
- ამპუტაცია.
პრევენცია
პრედიაბეტის პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი ჯანსაღი ცხოვრების წესია და ეს ხერხი მაშინაც კი ამართლებს თუ დიაბეტით ოჯახის წევრები ავადობენ, ანუ გამოკვეთილია ოჯახური ანამნეზი.
პრევენციისთვის რეკომენდებულია:
- მიირთვით ჯანსაღი პროდუქტები;
- ფეხით იარეთ მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში;
- სიმსუქნის შემთხვევაში დაიკელით ზედმეტი წონა;
- აკონტროლეთ წნევისა და ქოლესტეროლის მაჩვენებელი;
- უარი თქვით თამბაქოზე.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prediabetes/symptoms-
causes/syc-20355278