NP Istanbul Brain Hospital ჩვენი ახალი პარტნიორია.
ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორთა სიას სტამბოლში მდებარე კიდევ ერთი წარმატებული კლინიკა შეემატა.
NP Istanbul Brain Hospital წარმოადგენს დაწესებულებას, სადაც 20 წელზე მეტია წარმატებით მართავენ ურთულეს ფსიქიატრიულ, ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ დარღვევებს, მკურნალობენ სხვადასხვა დამოკიდებულებაზე (ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოსტიმულატორები, ალკოჰოლი, სხვადასხვა სახის მედიკამენტი, აზარტული თამაშები) მყოფ პაციენტებს.
კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, მკურნალობა მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მიდგომით.
Istanbul Brain Hospital თურქეთში პირველი სპეციალიზირებული ნეიროფსიქიატრიული საავადმყოფოა - კლინიკა ფლობს არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო აკრედიტაციას.
NP Istanbul Brain Hospital-ში ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან ფსიქიატრიულ პაციენტებს გადაუდებელ რეჟიმში.
საავადმყოფო პირველი და ერთადერთია თურქეთში, რომელიც კლინიკურად იყენებს ფარმაკოგენეტიკურ მიდგომას დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ NP Istanbul Brain Hospital უსკუდარის უნივერსიტეტის (Uskudar University) პარტნიორია, შესაბამისად, კლინიკა მომავალი ექიმების პროფესიულ განათლებაზე ზრუნავს.