მოგზაურთა

მოგზაურთა "დაავადება"

ხშირად მოგზაურობთ?

მგზავრობის შემდეგ ძილთან დაკავშირებულ პრობლემებს უჩივით?

მდგომარეობა სახელწოდებით Jet lag ყალიბდება მაშინ, როდესაც ადამიანი მგზავრობისას სწრაფად კვეთს რამდენიმე სასაათო სარტყელს.

სხეულს საკუთარი ბიოლოგიური საათი აქვს, რომელიც ორგანიზმს მიუთითებს თუ როდის არის ძილისა და გაღვიძების დრო. ბიოლოგიური საათი თავდაპირველ სასაათო სარტყელზეა აწყობილი და ახალ დროს ვერ ეგუება.

ფიზიოლოგიური მდგომარეობა დროებითია, თუმცა დისკომფორტის გამო შესაძლოა ხელი შეგეშალოთ შვებულებაში თუ საქმიან ვიზიტში.


ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  •  უძილობა, ადრე გაღვიძება, ძლიერი ძილიანობა დღისით;
  •  დაღლილობა დღის განმავლობაში;
  •  კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
  •  შეკრულობა ან დიარეა;
  •  საერთო სისუსტე;
  •  გუნება-განწყობილების ცვლილება. გამომწვევი მიზეზებია:
  •  ცირკადული რიტმის დარღვევა;
  •  მზის სინათლის ზეგავლენა;
  •  წნევა თვითმფრინავში და ატმოსფერო.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/jet-lag/symptoms-causes/syc-20374027