რა არის ხელის, ფეხის და პირის დაავადება?
ხელის, ფეხის და პირის დაავადება მსუბუქი, გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც ბავშვებშია გავრცელებული.
დაავადება ყალიბდება კოკსავირუსის გამო.
სპეციფიკური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს; სიმპტომები ქრება 7-დან 10 დღეში.
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
- სიცხე;
- ყელის ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- მტკივნეული, წითელი, ბებერას მსგავსი დაზიანებები ენაზე, ღრძილსა და ლოყის შიდა არეზე;
- წითელი გამონაყარი. ზოგჯერ გამონაყარი არ იწვევს ქავილს. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა ბებერები გაჩნდეს ხელისგულზე, ფეხისგულზე, დუნდულებზე;
- გაღიზიანება;
- უმადობა.
ხელის, ფეხის და პირის დაავადების გამომწვევი მიზეზია A16 კოკსავირუსი, თუმცა ზოგჯერ სხვა ტიპის ენტეროვირუსების ფონზეც ვლინდება.
როგორც წესი, ინფექციის გამომწვევი კოკსავირუსი ორგანიზმში პირის ღრუდან აღწევს.
ინფიცირებული პირი დაავადებას სხვას გადასცემს.
ერთი ადამიანიდან მეორე პირის ორგანიზმში დაავადება ვრცელდება შემდეგი გზით:
- გამონადენი ყელიდან;
- გამონადენი ცხვირიდან;
- ნერწყვი;
- სითხე ბებერადან;
- განავალი;
- დახველების ან დაცემინების შემდეგ გამოყოფილი წვეთები. ხელის, ფეხის და პირის დაავადება განსაკუთრებით ხშირია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hand-foot-and-mouth-
disease/symptoms-causes/syc-20353035