თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და სხვა რამდენიმე სიმპტომი, რომელიც თრომბოციტოზის დროს  ჩნდება

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე და სხვა რამდენიმე სიმპტომი, რომელიც თრომბოციტოზის დროს ჩნდება

რა არის თრომბოციტოზი?

თრომბოციტი სისხლის ნაწილაკია, რომელიც ძვლის ტვინში გამომუშავდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედების პროცესში. თრომბოციტოზი კი არის დარღვევა, რომლის გამოც ორგანიზმში

რეკომენდებულზე მეტი რაოდენობის თრომბოციტები წარმოიქმნება. რეაქტიული თრომბოციტოზი ან მეორეული თრომბოციტოზი არის მდგომარეობა, რომელიც ყალიბდება სხვა დაავადების, მაგალითად, ინფექციის ფონზე.

იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში თრომბოციტოზს არ აქვს ხელშემწყობი, გამომწვევი დაავადება და მას პირველადი თრომბოციტემია ან ესენციური თრომბოციტემია ეწოდება. ეს მდგომარეობა სისხლისა და ძვლის ტვინის დაავადებაზე მიუთითებს.

სიმპტომები

იშვიათად, რომ თრომბოციტოზი სიმპტომურად გამოვლინდეს, როგორც წესი, ადამიანმა არც კი იცის დიაგნოზის შესახებ.

თუ რეაქტიული თრომბოციტოზი ნიშნებითა და სიმპტომებით ვლინდება, მიზეზი გამომწვევი მდგომარეობაა.

თუ პათოლოგიური პროცესი სიმპტომებით გამოვლინდა, როგორც წესი, ჩნდება შემდეგი ტიპის დისკომფორტი:

  •  თავის ტკივილი;
  •  თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  •  გულმკერდის ტკივილი;
  •  დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში.

როდის მივმართოთ ექიმს?

ხშირად თრომბოციტოზის დროს არ ჩნდება სიმპტომები, შესაბამისად, ადამიანი არ მიმართავს ექიმს.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში დიაგნოსტირება ხდება სრულიად შემთხვევით, მაგალითად, რუტინულად ჩატარებული სისხლის ანალიზის დროს.

წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/thrombocytosis/symptoms-causes/syc-
20378315