სასარგებლოა თუ არა სახის კანისთვის ზურგზე ძილი?

სასარგებლოა თუ არა სახის კანისთვის ზურგზე ძილი?

როგორ მოქმედებს ძილის პოზა სახის კანზე?

აღმოჩნდა, რომ ზურგზე წოლა ძილისთვის იდეალური პოზაა.

პირველ რიგში ამ მდგომარეობაში არ იტვირთება სახე, არ აწვება წნევა, შესაბამისად, კანი დაცულია ხაზების გაჩენისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზურგზე ძილის დროს სახეს შეხება არ აქვს ბალიშის პირთან - ამ გზით თავიდან ირიდებთ ზედმეტ ცხიმსა და ჭუჭყს, კანს იცავთ გაღიზიანებისგან.

თუ გვერდზე წოლის მოყვარული ხართ

ეს არ არის იდეალური პოზა, თუმცა მუცელზე ძილთან შედარებით უკეთესია, რადგან ნაკლებად ზარალდება კანი.

გაითვალისწინეთ, მარჯვენა თუ მარცხენა მხარეს ძილის დროს მთლიანი ძალა გვერდზე ნაწილდება.

ყვრიმალის ძვალზე წნევის, ზეწოლის ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება ნაადრევი ნაოჭების გაჩენის რისკი. ამასთან, თუ ძილის წინ სარგებლობთ დამატენიანებელი ან კანის მოვლის ნებისმიერი სხვა საშუალებით, სავსებით შესაძლებელია კანმა ვერ შეითვისოს, რადგან არსებობს რისკი, რომ კრემი ბალიშის პირზე მარტივად გადავიდეს.

წყარო:
https://timesofindia.indiatimes.com/life-style/beauty/this-is-how-your-sleeping-position-
can-affect-your-skin/photostory/65686066.cms?picid=65686067