თირკმლის ინფექციას სამედიცინო ენაზე პიელონეფრიტი ეწოდება.
იგი საშარდე გზების ინფექციის ტიპია, რომელიც ჩნდება შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში და თირკმელში ვრცელდება.
პაციენტი დროულად უნდა მოთავსდეს კლინიკაში, რადგან არანამკურნალებელ შემთხვევაში მნიშვნელოვნად იზრდება თირკმლის სამუდამოდ დაზიანების რისკი. ამასთან, სავსებით მოსალოდნელია ბაქტერია სისხლში გავრცელდეს და სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია განვითარდეს.
დიაგნოსტირება
ექიმი დანიშნავს შარდისა და სისხლის ანალიზს.
როგორც წესი, დგება ბაქტერიოლოგიური კვლევის საჭიროებაც.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რადიოლოგიური გამოკვლევებიც (ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია).
მკურნალობის მეთოდები
პათოლოგიური პროცესის მკურნალობის საფუძველი ანტიბაქტერიული თერაპიაა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
იმის დასადგენად ორგანიზმში ალაგდა თუ არა ინფექცია, საჭიროა განმეორებით ჩატარდეს შარდის ანალიზი. თუ ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ინფექცია არ გამქრალა, ექიმი დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებით მკურნალობის განმეორებით, ხელახალ კურსს.
თუ თირკმლის ინფექცია მწვავე ფორმითაა გამოხატული აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზირება - ამ დროს ანტიბიოტიკი და სითხე შეჰყავთ ინტრავენურად.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/kidney-infection/diagnosis-
treatment/drc-20353393