დღის დიდ მონაკვეთს სოციალურ ქსელში ატარებთ?
თანამედროვე ცხოვრების რიტმი თითქმის წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე.
რეკომენდებული დოზით სოციალური ქსელით სარგებლობას თავისი დადებითი მხარეც აქვს, მაგალითად, საშუალება გეძლევათ სხვა ქალაქში თუ თუნდაც ქვეყანაში მცხოვრებ მეგობარს ესაუბროთ, ახლობლებს სტატუსითა თუ ფოტოებით აცნობოთ ცხოვრებაში მიმდინარე სიახლე და სხვა. თუმცა ზოგიერთი ადამიანი სოციალურ მედიაზე ზედმეტადაა მიჯაჭვული.
წარმოგიდგენთ სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს:
- დილით, გაღვიძებისას პირველი რასაც აკეთებთ სოციალურ ქსელს ამოწმებთ. იგივე ხდება სამუშაო დღის დასრულებისას ან იმ ნებისმიერ მონაკვეთში, როდესაც თავისუფალი დრო გაქვთ. მარტივად რომ ვთქვათ პირველი ინსტიქტია მობილურის შემოწმება;
- სოციალურ ქსელს სამსახურშიც ათვალიერებთ;
- შფოთავთ და ფაქტობრივად, პანიკაში ვარდებით თუ გარკვეული მიზეზის გამო ინტერნეტი არ გაქვთ, შორს იმყოფებით მობილურისგან და ვერ ანახლებთ სოციალური ქსელის გვერდს;
- განუწყვეტლივ ამოწმებთ როგორი გამოხმაურება აქვს თქვენს პოსტსა თუ ატვირთულ ფოტოს, მაგალითად, ითვლით რამდენმა ადამიანმა მოიწონა სარკის წინ გადაღებული სელფი;
- ბევრს ფიქრობთ და ფაქტობრივად, სრულ გეგმას ადგენთ თუ რა და როგორ ატვირთოთ;
- გაქვთ შეგრძნება თითქოს მობილურში შეტყობინების ხმა გაიგეთ.
წყარო:
https://www.itstimetologoff.com/2020/07/14/7-signs-of-social-media-addiction/